დავით სერგეენკო – შალვა ნათელაშვილს უნდა ესმოდეს, რომ ასეთი რაღაცები არ უნდა ილაპარაკოს

დავით სერგეენკო – შალვა ნათელაშვილს უნდა ესმოდეს, რომ ასეთი რაღაცები არ უნდა ილაპარაკოს

ადამიანს, რომელსაც პოლიტიკოსობაზე აქვს პრეტენზია, მით უმეტეს იურისტს, არ შეიძლება, არ ესმოდეს, რომ დიპლომატზე თავდასხმა არის თავდასხმა იმ ქვეყანაზე, რომელსაც ის წარმოადგენს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, ნათელაშვილს უნდა ესმოდეს, რომ ასეთი განცხადებები მიზანშეწონილი არ არის.

ადამიანს, რომელსაც პოლიტიკოსობაზე აქვს პრეტენზია, მით უმეტეს იურისტს, არ შეიძლება, არ ესმოდეს, რომ დიპლომატზე თავდასხმა არის თავდასხმა იმ ქვეყანაზე, რომელსაც ის წარმოადგენს. ელჩი არ წარმოადგენს პირად მოსაზრებებს, წარმოადგენს იმ ქვეყნის პოზიციებს, რომელმაც ის აქ მოავლინა. არ მინდა, შალვა ნათელაშვილის რეკლამა გავწიო და ანალიზი დავიწყო, რა თქვა და როგორ, მაგრამ უნდა ესმოდეს, რომ ასეთი რაღაცები არ უნდა ილაპარაკოს“, – განაცხადა სერგეენკომ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები