დავით სერგეენკო: კორონავირუსთან დაკავშირებით, ის რეკომენდაციები, ცალსახად უნდა შესრულდეს, რაც შეჯერებულია საერთაშორისო გამოცდილებასთან და გარწმუნებთ, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშ იქნება

დავით სერგეენკო: კორონავირუსთან დაკავშირებით, ის რეკომენდაციები, ცალსახად უნდა შესრულდეს, რაც შეჯერებულია საერთაშორისო გამოცდილებასთან და გარწმუნებთ, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშ იქნება

კორონავირუსის არსებობა ძალიან საყურადღებოა, თუმცა არა ისეთი პანიკის საფუძველი როგორიც სამწუხაროდ, გვაქვს ხოლმე ამ დღეებში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში და ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით, ის რეკომენდაციები ცალსახად უნდა შესრულდეს, რაც საერთაშორისო გამოცდილებასთანაა შეჯერებული.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ ყურადღებით მოუსმინოს და შეასრულოს ის რეკომენდაციები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო და “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი” იძლევა. საკუთრივ, რა თქმა უნდა ამ ინფექციის არსებობა ძალიან საყურადღებოა, თუმცა არა ისეთი პანიკის საფუძველი როგორიც სამწუხაროდ, გვაქვს ხოლმე ამ დღეებში. ის რეკომენდაციები, ცალსახად უნდა შესრულდეს, რაც შეჯერებულია საერთაშორისო გამოცდილებასთან და გარწმუნებთ, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშ იქნება”, – განაცხადა სერგეენკომ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები