დამატებითი სახსრები და შესაძლებლობები გამოინახა, რომლითაც შევიძენთ 100 ახალ, ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული ტიპის ავტობუსს-კახა კალაძე

დამატებითი სახსრები და შესაძლებლობები გამოინახა, რომლითაც შევიძენთ 100 ახალ, ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული ტიპის ავტობუსს-კახა კალაძე

დამატებითი სახსრები და შესაძლებლობები გამოინახა, რომლითაც შევიძენთ 100 ახალ, ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული ტიპის ავტობუსს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა.
„ბიუჯეტში ცვლილებები შედის. დამატებითი სახსრები და შესაძლებლობები გამოინახა, რომლითაც შევიძენთ 100 ახალ, ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული ტიპი ავტობუსს. ტრანსპორტის თვალსაზრისით არსებობს პრობლემები. ჩვენ დაანონსებული გვაქვს ყვითელი ავტობუსების პარკის სრულად ჩანაცვლება ოთხი წლის განმავლობაში და ამ პროცესს ვიწყებთ წელს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები