ჩვენ გვჭირდება ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება, მეტი რეკრეაციული სივრცე, მეტი სიმწვანე იმისთვის, რომ ჯანსაღად ვიცხოვროთ, ჯანსაღად იცხოვრონ ჩვენმა შვილებმა“

ჩვენ გვჭირდება ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება, მეტი რეკრეაციული სივრცე, მეტი სიმწვანე იმისთვის, რომ ჯანსაღად ვიცხოვროთ, ჯანსაღად იცხოვრონ ჩვენმა შვილებმა“

პირველ რიგში, განსაკუთრებით მინდა მივესალმო ახალგაზრდებს: რაც კეთდება ამ ქალაქში, ეს იქნება ინფრასტრუქტური მიმართულება, სატრანსპორტო მიმართულება, ეკოლოგია, გარემოს დაცვითი პროექტები – ეს ყველაფერი კეთდება თქვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ რეაბილიტირებული დედაენის ბაღის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, ის ამაყობს იმით, რომ ახლანდელი თბილისი გაცილებით მწვანე და მოწესრიგებულია, ვიდრე 2017 წელს იყო.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გაკეთებულით არ ვკმაყოფილდებით, მაგრამ მე, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, ნამდვილად მეამაყება ის, რაც გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში. მსიამოვნებს ის, რომ შემოდის საპარკო კულტურა.

ყველა სკვერი, ყველა პარკი სავსეა ადამიანებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მომდევნო წლების განმავლობაში, რომ კიდევ მეტი რეკრეაციული სივრცე შევქმნათ, კიდევ მეტი პარკის რეაბილიტაცია განვახორციელოთ, ახალი პარკების მშენებლობა დავგეგმოთ იმისთვის, რომ ეს ქალაქი ევროპაში იყოს ყველაზე მწვანე, ყველაზე მოწესრიგებული. ქალაქი, სადაც არასდროს დავუშვებთ, რომ რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე განხორციელდეს მშენებლობები. ჩვენ ყველა ერთად შევთანხმდით, რომ ეს ყველაფერი უნდა ჩავაბაროთ წარსულს. პირიქით – ჩვენ გვჭირდება ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება, მეტი რეკრეაციული სივრცე, მეტი სიმწვანე იმისთვის, რომ ჯანსაღად ვიცხოვროთ, ჯანსაღად იცხოვრონ ჩვენმა შვილებმა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები