ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ჰუმანური, კომპლექსური ნარკოპოლიტიკა ეს არის ერთადერთი გამოსავალი-გიორგი გახარია

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ჰუმანური, კომპლექსური ნარკოპოლიტიკა ეს არის ერთადერთი გამოსავალი-გიორგი გახარია

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ჰუმანური, კომპლექსური ნარკოპოლიტიკა ეს არის ერთადერთი გამოსავალი, – ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გამართულ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
თუმცა, როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი მიდგომა აბსოლუტურად დაბალანსებული უნდა იყოს.
„ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების შემოსვლა და მათი გასაღება – აქ ჩვენ რეალურად ვხედავთ სერიოზულ რისკებს და შესაბამისად ვთვლით, რომ ამ მიმართულებით მკაცრი მიდგომები არათუ შესანარჩუნებელი, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა იყოს გასამკაცრებელიც. მიუხედავად ამისა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ჰუმანური, კომპლექსური ნარკოპოლიტიკა – ეს არის ერთადერთი გამოსავალი და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ჰუმანური პოლიტიკა და მიდგომა ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით უნდა იყოს აბსოლუტურად დაბალანსებული. ნარკოპოლიტიკის ძირითადი ამოცანა უნდა იყოს, პირველ რიგში, ახალი მომხმარებლების არ გაჩენა და რეაბილიტაცია“ –განაცხადა გიორგი გახარიამ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები