ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციას საქართველოში აშშ-ს ელჩი გამოეხმაურა

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციას საქართველოში აშშ-ს ელჩი გამოეხმაურა

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციას საქართველოში აშშ-ს ელჩი გამოეხმაურა. იან კელის განცხადებით, მთავარია მოსახლეობის უსაფრხოება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ სამართალდამცველებმა გააკეთონ განცხადება და გაავრცელონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოხდა.

„ყველაზე მეტად რაც გვაღელვებს, მოსახლეობის უსაფრთხოებაა, რა თქმა უნდა, მიმდინარე მოვლენებს თვალს ყურადღებით ვადევნებთ და  ვიცით, რომ გარკვეული ზომები იქნა მიღებული იმისათვის, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს დაცული. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, არანაკლებ მნიშვნელოვანია სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ სამართალდამცველებმა გააკეთონ განცხადება და გაავრცელონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოხდა“,-განაცხადა იან კელიმ.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები