ბაქო-თბილისი-ყარსი-მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთზე ახალქალაქის რკინიგზის სადგურის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ

ბაქო-თბილისი-ყარსი-მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთზე ახალქალაქის რკინიგზის სადგურის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ

ბაქო-თბილისი-ყარსი-მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთზე ახალქალაქის რკინიგზის სადგურის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. მათ პროტესტის ნიშნად სარკინიგზო ლიანდაგი გადაკეტეს.

120 თანამშრომელი 4 თვის სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვს. მოძრაობა მაგისტრალზე პოლიციის ჩარევის შემდეგ განახლდა.

გაფიცულების ინფორმაციით, აზერბაიჯანულ სარკინიგზო კომპანია “დემირ იოლ სერვისი”-ს 1აგვისტოდან თურქული კომპანია ცვლის. მუშებს დავალიანების დაფარვას 15 აგვისტომდე დაჰპირდნენ, თუმცა ვინაიდან ანაზღაურების მიღება ხშირად დაგვიანებით ხდებოდა, მათ ხელფასების აღების იმედი აღარ აქვთ და პროტესტის ამ ფორმას მიმართეს.

როგორც ისინი ამბობენ, გაუსაძლისი სამუშაო პირობების, დარღვეული უსაფრთხოების ნორმებისა და ხელფასის დაგვიანების გამო კომპანია უკვე 10-მდე დასაქმებულმა დატოვა.

აქციის მონაწილეებს კომპანიის წარმომადგენელი შეხვდა და დავალიანების დაფარვას ხვალისთვის დაპირდა. დაპირების შესრულებამდე სარკინიგზო სადგურის მშენებლობაზე დასაქმებულები მუშაობის განახლებას არ აპირებენ.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები