“აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიაციის პროცესი 2-3 თვეა დაწყებულია და განსაკუთრებულ აქტიურ ფაზაში შევიდა ბოლო 1 თვის განმავლობაში, როდესაც პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში

“აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიაციის პროცესი 2-3 თვეა დაწყებულია და განსაკუთრებულ აქტიურ ფაზაში შევიდა ბოლო 1 თვის განმავლობაში, როდესაც პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში

ჩვენი მედიაცია, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ასე აქტუალური იყო სამხრეთ კავკასიაში და ჩვენი როლის აქტუალიზაცია, ის, რაც პრემიერ-მინისტრმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში გააკეთა, მიმართულია ზუსტად იქით, რომ საქართველოს როლი და ფუნქცია იყოს რაც შეიძლება პრიორიტეტულ თემებს შორის წამოწეული საერთაშორისო, გლობალური უსაფრთხოების და ამ ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ძალიან ინტენსიური მცდელობები მედიაციის, უკვე 2-3 თვეა დაწყებულია და ბოლო 1 თვის განმავლობაში, განსაკუთრებულ აქტიურ ფაზაში შევიდა, როდესაც პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში.

„იცით თქვენ, რომ საერთაშორისო საზოგადოება მყისიერად რეაგირებს ცხელ წერტილებზე. როდესაც მიდის ომი, დაპირისპირება, როდესაც სიტუაცია არის უაღრესად დაძაბული, მაშინ ეს საკითხი არის მუდმივად „ჰედლაინებში“ და არის მუდმივად გამოტანილი.

ამიტომ, ჩვენ ძალიან ბევრი ძალისხმევა გვჭირდება იმისთვის, რომ საქართველოს თემატიკა მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში და ამისთვის სხვადასხვა მეთოდებს და ტაქტიკურ გზებს ვიყენებთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ამ საერთაშორისო ურთიერთობებში არის ის, რომ ჩვენი მნიშვნელობა, ჩვენი ფუნქცია დავანახოთ დიდ მოთამაშეებს რეგიონში. სწორედ ამისკენ იყო მიმართული ის, რაც ბოლო 2-3 დღის განმავლობაში გაკეთდა და რაც, საქართველოს ხელისუფლებამ პრემიერ-მინისტრის მეთაურობით გააკეთა. ეს ძალიან ინტენსიური მცდელობები მედიაციის, უკვე 2-3 თვეა დაწყებულია და ბოლო 1 თვის განმავლობაში, განსაკუთრებულ აქტიურ ფაზაში შევიდა, როდესაც პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში. სწორედ ეს გლობალური უსაფრთხოების და ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციის საკითხი განიხილებოდა და ჩვენი როლი, რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები