აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ახალი გაიდლაინისთანახმად, სრულად ვაქცინირებულ პირებს ღია სივრცეებში პირბადეების ტარება აღარ დასჭირდებათ.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ პირბადის ტარება დახურულ სივრცეებსა და ხალხით გადატვირთულ ადგილებში კვლავ ყველასთვის საჭიროა.
„თუ სრულად ვაქცინირებული ხართ და გარეთ იმყოფებით არახალხმრავალ ადგილას, პირბადის ტარება საჭირო აღარ არის. თუ ხალხმრავალ ადგილას იმყოფებით, მაგალითად სტადიონზე, კონფერენციასა და კონცერტზე, პირბადის ტარება კვლავ საჭიროა“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, აშშ-ის მოსახლეობის 29% სრულად ვაქცინირებულია, ხოლო ვაქცინის პირველი დოზა 43%-მა მიიღო.
კატეგორიები:
მსოფლიო