ამირან გამყრელიძე – რეინფიცირების რისკი იზრდება

ამირან გამყრელიძე – რეინფიცირების რისკი იზრდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რეინფიცირების შემთხვევების მატების რისკი იზრდება. ამირან გამყრელიძის თქმით, შარშან საქართველოში – ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, რეინფიცირების მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო, ახლა კი ხელმეორედ დაინფიცირების შემთხვევები ახალმა შტამებმა შესაძლოა, გაზარდოს:

“არამხოლოდ ბრიტანულმა შტამმა, არამედ არის ე.წ. ორმაგი შტამი ინდოეთის, ბრაზილიური შტამი, სამხრეთ ამერიკული შტამი… ჯერჯერობით, ეს შტამები ჩვენთან არ არის, მაგრამ დღეს რაც ცირკულირებს ქვეყანაში, ეს არის, ძირითადად, ბრიტანული შტამი,” – ამბობს ამირან გამყრელიძე. 

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები