ალექსეი ნავალნიმ 28 იანვარს საყოველთაო აქცია გამოაცხადა

ალექსეი ნავალნიმ 28 იანვარს საყოველთაო აქცია გამოაცხადა

ალექსეი ნავალნიმ 28 იანვარს საყოველთაო აქცია გამოაცხადა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თავის მომხრეებს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდა. აქციები რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

“28 იანვარს მსვლელობის გამართვაზე განაცხადს დღესვე შევიტანთ”- განაცხადა ნავალნიმ.

25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან უარყოფითი პასუხი ნავალნიმ ნასამართლეობის გამო მიიღო. მანამდე მან არაერთხელ განაცხადა, რომ განაჩენი უკანონოა.

24 დეკემბერს რუსეთის 20 ქალაქის საინიციატივო ჯგუფმა მოსკოვში გამართულ კენჭისყრაზე ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. პროცედურაში 753 ადამიანი მონაწილეობდა. ნავალნის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებას საინიციატივო ჯგუფის 742 წევრმა დაუჭირა მხარი.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის მარტში გაიმართება.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები