“ახლა სახის შენარჩუნება არ გამოგივათ. თუ გინდათ მუშაობა, მოდით და დაესწარით“

“ახლა სახის შენარჩუნება არ გამოგივათ. თუ გინდათ მუშაობა, მოდით და დაესწარით“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტებმა 6 თვე ქუჩა-ქუჩა იარეს, ტყუილად დრო დაკარგეს, ბოლოს კი მაინც პარლამენტში შემოვიდნენ და ცდილობენ, შექმნან განცდა, რომ ხალხზე მზრუნველი პოლიტიკოსები არიან. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

გუშინ, როდესაც ჯანდაცვის მინისტრი მოვიდა, წინასწარ ვუთხარი – გაძლება მოგცეს ღმერთმა, დღეს ისეთი ამბავი იქნება-მეთქი – საერთოდ არ მოვიდა ოპოზიცია. ნუთუ არ აინტერესებდათ, გადაიწევს თუ არა კომენდანტის საათი, როგორ მიმდინარეობს ვაქცინაცია, შემოვა თუ არა ის მილიონი დოზა? თქვენი შემოსვლის გარეშეც მიიღო პარლამენტმა ბიუჯეტი, საიდანაც ხელფასს იღებთ თქვენც და თქვენი პარტიებიც. ამ პარლამენტმა, მიუხედავად თქვენი არყოფნისა, დაამტკიცა მთავრობა და დღემდე სოციალურ დახმარებებს ვახორციელებთ. მართალი თქვა ალეკო ელისაშვილმა – აქ არის საუბარი პასუხისმგებლობის განაწილებაზე და არა დერეფნებში კომენტარების გაკეთებაზე. ამას თქვენ ქუჩაშიც ახერხებდით. ასე რომ, ახლა სახის შენარჩუნება არ გამოგივათ. თუ გინდათ მუშაობა, მოდით და დაესწარით“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები