55 მლნ ლარის ნარკოტიკი განადგურდა – შსს განცხადებას ავრცელებს

55 მლნ ლარის ნარკოტიკი განადგურდა – შსს განცხადებას ავრცელებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გა­ა­ნად­გუ­რა. სის­ხლის სა­მარ­თლის 737 საქ­მე­ზე სხვა­დას­ხვა დროს ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლი, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ე.წ. „შავ ბა­ზარ­ზე“, და­ახ­ლო­ე­ბით, 55 მი­ლი­ო­ნი ლა­რია. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-დან აც­ნო­ბეს.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ნარ­კო­ტი­კულ და ფსი­ქო­აქ­ტი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებს, სა­სა­მარ­თლოს შე­სა­ბა­მი­სი გა­ნა­ჩე­ნის შემ­დეგ, სპე­ცი­ა­ლუ­რი მუდ­მივ­მოქ­მე­დი კო­მი­სი­ის თან­დას­წრე­ბით ეტა­პობ­რი­ვად ანად­გუ­რე­ბენ.

უწყე­ბის ცნო­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ა­ნად­გუ­რა სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით სხვა­დას­ხვა დროს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, უკა­ნო­ნო ბრუნ­ვი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი: 178 კილო და 667 გრა­მი ჰე­რო­ი­ნი, 2088 აბი „სუ­ბუ­ტექ­სი“, „კო­დე­ი­ნის“ შემ­ცვე­ლი 590 აბი, 38.471 გრა­მი მე­ტა­დო­ნი, 525 აბი და 18.21 გრა­მი „მდმა“, 170 აბი „ტრა­მა­დო­ლი“, ასე­ვე, დიდი ოდე­ნო­ბით სხვა­დას­ხვა და­სა­ხე­ლე­ბის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი და ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი.

 

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნარ­კო­ტი­კე­ბი ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ით, შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი სტან­დარ­ტე­ბის მა­ღალ­ტემ­პე­რა­ტუ­რულ ღუ­მელ­ში გა­ნად­გურ­და. ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის პრო­ცესს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად, სხვა­დას­ხვა სა­მი­ნის­ტროს და უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც და­ეს­წრნენ.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები