40 წლამდე მოქალაქეები, რომლებიც არ ხართ აცრილები, მოგიწოდებთ, წახვიდეთ და აიცრათ-აკაკი ზოიძე

40 წლამდე მოქალაქეები, რომლებიც არ ხართ აცრილები, მოგიწოდებთ, წახვიდეთ და აიცრათ-აკაკი ზოიძე

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ იმ მოქალაქეებს, ვინც 40 წლამდე არიან და არ ახსოვთ აცრილები არიან თუ არა, ურჩია, რომ უბნის პოლიკლინიკებს მიმართონ და უფასო ვაქცინაციით ისარგებლონ.
„ტარდება პერიოდული კამპანიები, იმუნიზაციის კვირეულები, წითელაზე სპეციალური კამპანიური აცრები არის პერიოდულად. 40 წლის ზემოთ ვინ ვართ, ვიცით, რომ საბჭოთა პერიოდში აცრილი ვართ და 40 წლამდე ვინც ხართ, თუ არ გახსოვთ, რომ აცრილი ხართ, ახლავე მოგიწოდებთ, წახვიდეთ და აიცრათ. აცრა არის უფასო. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ იყოთ დაცული“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები