ზვიად კვაჭანტირაძე: მთავარია, ყველაფერი გაკეთდეს ამ სამართლიანი გადაწყვეტილების აღსასრულებლად

ზვიად კვაჭანტირაძე: მთავარია, ყველაფერი გაკეთდეს ამ სამართლიანი გადაწყვეტილების აღსასრულებლად

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა საქართველოსთვის. ამ გამარჯვებისთვის სერიოზული სამუშაოები ჩაატარა მთავრობამ და უპირველესად, იუსტიციის სამინისტრომ. ახლა, მთავარია, ყველაფერი გაკეთდეს ამ სამართლიანი გადაწყვეტილების აღსასრულებლად”,- აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.
ცნობისთვის, დღეს სტრასბურგის სასამართლომ, ხმათა უმრავლესობით, რუსეთის ფედერაციას საქართველოს 2006 წელს დეპორტირებული მოქალაქეებისთვის 10 მლნ ევროს გადახდა დააკისრა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები