ზვიად კუპრავას თავისუფლების ცხრა თვით აღკვეთა მიესაჯა

ზვიად კუპრავას თავისუფლების ცხრა თვით აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძემ მიიღო.​
გოგუაძის გადაწყვეტილებით, ზვიად კუპრავას თავისუფლების ცხრა თვით აღკვეთა მიესაჯა. სასჯელის ვადის ათვლა დაკავების დღიდან დაიწყება და კუპრავა კიდევ სამ თვეს დარჩება პატიმრობაში.
კუპრავას ადვოკატის განცხადებით, მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.
შეგახსენებთ, რომ საქმე 2018 წლის 11 ივნისს მომხდარ ფაქტს ეხება. გამოძიება სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელს სასამართლოს უპატივცემულობაში ედავებოდა. სასამართლოს შენობაში ზვიად კუპრავამ მოსამართლეს შეურაცხყოფა მიაყენა და მას ბრალი 366-ე მუხლით წარედგინა. აღკვეთის ღონისძიებად მსჯავრდებულს გირაო შეეფარდა. გირაოს ქვეშ მყოფმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ ადვოკატს, ირაკლი ზაქარეიშვილს და მას ძალადობის მუხლით წარედგინა ბრალდება.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები