ზვიად კუპრავამ აღნიშნა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე იმ ადამიანებზე ისაუბრებს, რომლებიც მირზა სუბელიანთან და კახა სირაძესთან ირიბ კავშირში არიან.

ზვიად კუპრავამ აღნიშნა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე იმ ადამიანებზე ისაუბრებს, რომლებიც მირზა სუბელიანთან და კახა სირაძესთან ირიბ კავშირში არიან.

სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ აღნიშნა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე იმ ადამიანებზე ისაუბრებს, რომლებიც მირზა სუბელიანთან და კახა სირაძესთან ირიბ კავშირში არიან.
„მე შეყვანილი ვიყავი საპარლამენტო კომისიის დასაკითხ მოწმეთა სიაში. განსაზღვრული არ იყო, როდის და რა ეტაპზე მოხდებოდა დაკითხვა, არ ჰქონდა მნიშვნელობა. რამდენიმე დღის წინ, შსს-მ დაიწყო ჩემ წინააღმდეგ 366-ე მუხლით გამოძიება, რათა მალე მივაწოდო კომისიას ინფორმაცია. მე შევთავაზე კომისიას, რომ მალე მიმეწოდებინა ინფორმაცია. ზაზა სარალიძემ მითხრა, რომ დაურეკავდა სერგი კაპანაძეს, რათა მალე მომხდარიყო ჩემი დაკითხვა. ექვსი თვე, პრაქტიკულად, ყველაფერზე ვსაუბრობდით, რაზეც აქამდე არ გვისაუბრია. დეტალებია ფარდულზე, მირზა სუბელიანზე, კახა სირაძეზე. ადამიანებზე, რომლებიც ირიბ კავშირში არიან სუბელიანთან და სირაძესთან. ვაპირებ რამდენიმე სახელისა და გვარის ჩამოთვლას. ეს ადამიანები, მათ შორის კახა სირაძე, დავალებულები არიან მირზა სუბელიანის წინაშე. პოლიციის ეს შემადგენლობა ვალდებულია სწორედ მირზა სუბელიანთან. სუბელიანმა ეს ბოროტად გამოიყენა და მოსთხოვა სირაძეს, ფარდულის პრობლემა მოეგვარებინა. მე ამის შესახებ კომისიის სხდომაზე ვისაუბრებ. დიპლომატებთან შეხვედრაც შეეხება სწორედ იმ გამოძიებას, რაც დაიწყო ჩემს წინააღმდეგ. ეს არის პოლიტიკური დევნა ჩემ წინააღმდეგ მაშინ, როდესაც თავად ვარ დაზარალებული“, – განაცხადა კუპრავამ

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები