ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. ამის შესახებ “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

“ინტენსიური თოვის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე  ზვავსაშიშროებაა, რის გამოც, 29 მარტის 11:00 საათიდან 20:00 საათამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”,- აცხადებენ დეპარტამენტში.

შეგახსენებთ, რომ ამავე გზის  კმ134-კმ135 დარიალის ხეობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები