ზუსტად 6 წლის წინ, 2012 წლის 1 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა გააკეთა ისტორიული არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ და უარი უთხრა ადამიანის ღირსების შელახვაზე დაფუძნებულ დანაშაულებრივ რეჟიმს-კალაძე

ზუსტად 6 წლის წინ, 2012 წლის 1 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა გააკეთა ისტორიული არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ და უარი უთხრა ადამიანის ღირსების შელახვაზე დაფუძნებულ დანაშაულებრივ რეჟიმს-კალაძე

ზუსტად 6 წლის წინ, 2012 წლის 1 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა გააკეთა ისტორიული არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ და უარი უთხრა ადამიანის ღირსების შელახვაზე დაფუძნებულ დანაშაულებრივ რეჟიმს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კახა კალაძემ იმ მიღწევებზე ისაუბრა, რომელიც „ქართული ოცნების“ 6-წლიანი მმართველობის პერიოდში ქვეყანაში განხორციელდა.
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდიც გაიხსენა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ქართველი ხალხის წინაშე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები მეხსიერებიდან არ იშლება.
„როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ამ რეჟიმის ყველაზე მძიმე დანაშაულები იყო: ძალადობა; კორუფცია; მედიის თავისუფლების ტოტალური შეზღუდვა; რუსეთისთვის ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ჩაბარება. 2012 წლამდე, ქართული სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ ყალიბდებოდა აღმოსავლური ტიპის დიქტატურად, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო დასავლურ ღირებულებებთან. ქართველი ხალხის წინაშე “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები მეხსიერებიდან არ იშლება. ამ დანაშაულთა გამო, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ქართველი ამომრჩევლისგან, „ქართული ოცნების“ ძალისხმევით, რომლის დამფუძნებელი, სულის ჩამდგმელი გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მიიღო საკადრისი პასუხი. „ქართული ოცნების“ 6-წლიანი მმართველობის შედეგად, ჩამოყალიბდა ადამიანზე და მისი ღირსების პატივისცემაზე ორიენტირებული სახელმწიფო სისტემა:აღიკვეთა ადამიანებზე ძალადობის პრაქტიკა: აღიკვეთა პატიმრების სისტემური წამება და გაუპატიურება, 12-ჯერ შემცირდა ციხეებში პატიმრების სიკვდილიანობა, ორნახევარჯერ შემცირდა პატიმრების რაოდენობა, სახელმწიფო აღარ უპირისპირებს სისასტიკეს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას; აღიკვეთა ელიტური კორუფცია და ბიზნესის ტოტალური რეკეტის პრაქტიკა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი იყო; დასრულდა ხელისუფლების ტოტალური მონოპოლია მედიასაშუალებებზე. უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი ყველაზე მაღალი ევროპული სტანდარტით;თვისებრივად გაუმჯობესდა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხარისხი, გაღრმავდა სტრატეგიული თანამშრომლობა ევროკავშირთან, ნატოსთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. უზრუნველყოფილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. არასდროს საქართველო ისე ახლოს არ ყოფილა დასავლეთთან, როგორც დღეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები