ურეკის მოსახლეობას და დამსვენებლებს მალე უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება. 80 მილიონინი პროექტი კომპლექსურ სამუშაოებს მოიცავს, რაც წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემის სრულად მოწესრიგებას, ასევე წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს.
სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, გურიის გუბერნატორ მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად დაათვალიერა. მინისტრმა მშენებლობის ხარისხი შეამოწმა და სამუშაოების მიმდინარეობის ტემპს გაეცნო.
საკურორტო ზონაში წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა დღემდე არ არსებობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ურეკი მიიღებს სრულიად ახალ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას, ხოლო თანამედროვე სტანდარტების გამწენდი ნაგებობა მნიშვნელოვნად შეამცირებს რეგიონში გარემოზე მავნე ზემოქმედებას და ხელს შეუწყობს საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში 200-მდე ადამიანია დასაქმებული. პროექტს, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.
წყარო:kvira.ge
მსგავსი სიახლეები

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მაჭავარიანის ქუჩისა და ლისის ტბის ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

სერგი გვარჯალაძემ საზოგადოებას “ღამის ეკონომიკის” კონცეფცია დეტალურად გააცნო და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა.

ზაზა გაბუნია მიესალმება დედაქალაქის მერის მიერ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილ ინიციატივებს თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
