ზურაბ ალავიძემ ამჯერად, გორში მშენებარე მულტიფუნქციური, ორდარბაზიანი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მოინახულა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე საქართველოს მასშტაბით ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას სისტემატურად ეცნობა. მინისტრმა ამჯერად, გორში მშენებარე მულტიფუნქციური, ორდარბაზიანი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მოინახულა.
ობიექტის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის სპორტის სასახლის მიმდებარედ შესაბამისი ინფრასტრუქტურა კეთდება. 1 ჰა ტერიტორიაზე შიდა გზები და პარკინგი, მიწისქვეშა კომუნიკაციები, ასევე გარე და დეკორატიული განათება, მათ შორის დასასვენებელ სივრცეები ეწყობა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 1, 5 მილიონ ლარამდეა.
კატეგორიები:
ეკონომიკა
მსგავსი სიახლეები

მამუკა ბახტაძემ და Koç Holding-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე იმსჯელეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკი საქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტით დაინტერესდა

ჩვენ გვაქვს იმ ინიციატივის სრული მხარდაჭერა, რომელიც უკავშირდება მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებას-მამუკა ბახტაძე
