ზურაბ ადეიშვილი ციხეში ადამიანების წამებას “რეფორმების გატარების დროს დაშვებულ შეცდომას” უწოდებს

ზურაბ ადეიშვილი ციხეში ადამიანების წამებას “რეფორმების გატარების დროს დაშვებულ შეცდომას” უწოდებს

“როდესაც რეფორმებს ატარებს სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც მანამდე სხვანაირად მოქმედებდა, ის უშვებს უამრავ გადაცდომას. შეიძლება, ჩაიდინოს დანაშაულიც”, – ასე უპასუხა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ნიკა გვარამიას მიერ დასმულ შეკითხვას ციხეში ადამიანების წამებასთან დაკავშირებით.
„როდესაც ხდება რეფორმა, რატომ არის რეფორმები ყოველთვის რისკისშემცველი ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის?! – რეფორმების მთავარი პრობლემა არის, ის რომ რჩება ძალიან ბევრი უკმაყოფილო ადამიანი და, მეორე მხრივ, როდესაც რეფორმებს ატარებს სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც მანამდე სხვანაირად მოქმედებდა და არ იყო მზად ამის ჩასატარებლად, ბუნებრივია, ის უშვებს უამრავ შეცდომას; მათ შორის, უამრავ გადაცდომას და შეიძლება, ჩაიდინოს დანაშაულიც. იმისგან, რომ პოლიციამ შეიძლება, ჩაიდინოს ძალადობა, დაზღვეული არცერთი პოლიცია არის. ეს ხდება ბევრ ქვეყანაში, მაგრამ სამართალდამცავი ორგანოები არ აღმოჩნდა სათანადო სიმაღლეზე იმისთვის, რომ შემდეგ ამის შედეგებთან ებრძოლა”, – განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები