ზურაბ აბაშიძე ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

ზურაბ აბაშიძე ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

ყაზახეთის და ყირგიზეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ აბაშიძე სამუშაო ვიზიტით ქალაქ ბიშკეკს ეწვია, სადაც ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარეს დასტანბეკ ჯუმაბეკოვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ყირგიზეთის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს, ყურადღება გაამახვილეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების გააქტიურებაზე და აღნიშნეს სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა.

მხარეებმა, ასევე, მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს ჩატარებული ყირგიზეთის პრეზიდენტის არჩევნების შედეგები განიხილეს. იმედი გამოითქვა, რომ ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის მიერ დაწყებული რეფორმები მომავალშიც გაგრძელდება. დასტანბეკ ჯუმაბეკოვმა ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე საკანომდებლო ცვლილებებზე.

საქართველოს ელჩმა ყირგიზულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში გატარებული რეფორმების და ბოლო პერიოდის წარმატებების შესახებ. ყირგიზულმა მხარემ გამოხატა დაინტერესება საქართველოში გატარებული რეფორმებით და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს პერიოდში, ქართული გამოცდილების გასაცნობად ყირგიზეთის წარმომადგენლები ესტუმრებიან საქართველოს.

 

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები