ზუგდიდში პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით “ნაციონალური მოძრაობის” წევრები დააკავეს.

ზუგდიდში პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით “ნაციონალური მოძრაობის” წევრები დააკავეს.

ზუგდიდში პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით “ნაციონალური მოძრაობის” წევრები დააკავეს. დაკავებულები არიან ენმ-ს პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია, ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე და ენმ-ს ერთ-ერთი აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია.

“ძვირფასო მედია, გიორგი პატარაიას ხულიგნობა გსმენიათ ოდესმე? ხო და ხელისუფლების მიქსეულმა ბანდამ გზა გადაუკეტა სანდრას და მის თანმხლებ პირებს, პატარაია და ანი წითლიძე დააკავეს,”- წერს ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში.

ვრცელდება ინფორმაცია,რომ დაკავებულებს სამართალდამცველებთან შელაპარაკება მოუვიდათ იმ დროს, როდესაც ისინი ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსთან ერთად მოსახლეობას ხვდებოდნენ.

შსს-ში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები