ზუგდიდის საბავშვო ბაღებში პროდუქტის გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

ზუგდიდის საბავშვო ბაღებში პროდუქტის გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისათვის სასურსათო პროდუქტის დარიგების მეორე ეტაპი. ხობისა და სენაკის შემდეგ, პროცესი ამჯერად ზუგდიდში მიმდინარეობს, სადაც 4200-ზე მეტი ბავშვი სასურსათო კალათს მიიღებს.

რეგიონში, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სასურსათო პროდუქტის დარიგება, სააღდგომო პერიოდში, ჯამურად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 5000-ზე მეტი ოჯახი სასურსათო კალათას მიიღებს.

,,სასურსათო პროდუქტების დარიგების პროცესი ჩვენს რეგიონში სამომავლოდაც გაგრძელდება და ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ამ რთულ დროს საჭიროებს მხარდაჭერას, მაქსიმალურად დავეხმარებით”, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანმა.

ნინო ვიბლიანი სასურსათო პროდუქტის დარიგების პროცესს პარლამენტის წევრ მერაბ ქვარაიასთან, ზუგდიდის მერ გიორგი შენგელიასა და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად სხვადასხვა საბავშვო ბაღში გაეცნო.

პროდუქტის დარიგება სპეციალისტების რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები