“ზოგი ოფიციალური პირის გამომწვევი განცხადებები საზოგადოებაში იწვევს გაუგებრობას, დაძაბულობას თუ გაღიზიანებას”

“ზოგი ოფიციალური პირის გამომწვევი განცხადებები საზოგადოებაში იწვევს გაუგებრობას, დაძაბულობას თუ გაღიზიანებას”

ქვეყნის სიმშვიდისთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად იქნას გააზრებული ნებისმიერი სიტყვა თუ ქმედება, რათა თავიდან იქნას აცილებული ყველა შესაძლო პროვოკაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ხელისუფლებას ევალება ყველა იმ ზომის მიღება, ყველა იმ ინფორმაციის გაცემა, ყველა იმ საფრთხის გათვალისწინება, რამაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს საზოგადოების თუ ქვეყნის სტაბილურობაზე. ასეთ დროს, სამწუხაროა, რომ არსებულ კონსილიუმს არ მიეცა თავისი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა, თუმცა აღსანიშნავია სახალხო დამცველის ინიციატივა, ექიმების ჯგუფის მიერ შეფასდეს არსებული მდგომარეობა და საზოგადოებას მიეწოდოს დამატებითი ინფორმაცია, რამეთუ ინფორმაციის ნაკლებობა თავისთავად კვებავს მღელვარებას. არ შეიძლება, ამ ვითარებაში არ გამოვთქვა წუხილი, რომ ინფორმაციისა და მოზომილი კომენტარების მაგივრად, ზოგი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული გამომწვევი განცხადებები საზოგადოებაში იწვევს მეტ გაუგებრობას, დაძაბულობას თუ გაღიზიანებას. ქვეყნის სიმშვიდისა და დეპოლარიზაციისთვისმნიშვნელოვანია, მაქსიმალურად იქნას გააზრებული ნებისმიერი სიტყვა თუ ქმედება, რათა თავიდან იქნას აცილებული ყველა შესაძლო პროვოკაცია და დაპირისპირების მცდელობები. ქვეყანა, რომელიც ოკუპირებულია და რომლის მიზანიც ევროინტეგრაციაა, განსაკუთრებული დაკვირვებისა და საფრთხის ქვეშაა. ამიტომ, ნებისმიერი პროვოკაცია, სპეკულაცია და დესტაბილიზაცია, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს, ითხოვს მყისიერ, დაფიქრებულ და გონივრულ რეაგირებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები