ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე გადადგომას დათანხმდა.

ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე გადადგომას დათანხმდა.

ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე გადადგომას დათანხმდა. ამის შესახებ ხელის მოსაწერი დოკუმენტი უკვე გამზადდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუგაბე თანამდებობიდან გადადგომას დათანხმდა და ამის შესახებ განცხადებას გააკეთებდა, თუმცა სიტყვის გამოსვლის დროს მან მშვიდობაზე ილაპარაკა და მოსახლეობას “ტკბილი ძილი” უსურვა.

15 ნოემბერს ზიმბაბვეში სამხედროებმა პრეზიდენტი მუგაბე მძევლად აიყვანეს. მათ სახელმწიფო ტელერადიოკომპანია ZBC-ს შენობა და პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს.

16 ნოემბერს დაპატიმრებული პრეზიდენტი მუგაბე სამხედროებს შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ რობერტ მუგაბე გადადგომას არ აპირებს.

ნოემბრის დასაწყისში ზიმბაბვეს პრეზიდენტმა, 93 წლის რობერტ მუგაბემ თავისი მოადგილე ემერსონ მნანგაგვა გაათავისუფლა. მნანგაგვა პრეზიდენტის პოსტზე ყველაზე რეალურ კანდიდატად ითვლებოდა. მას სამხედროების მხარდაჭერა ჰქონდა.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები