ჟურნალისტი თამარ ბელქანია საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 14 იანვარს აღინიშნება თურქეთში მომხდარ ისტორიას იხსენებს.

ჟურნალისტი თამარ ბელქანია საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 14 იანვარს აღინიშნება თურქეთში მომხდარ ისტორიას იხსენებს.

ჟურნალისტი თამარ ბელქანია საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 14 იანვარს აღინიშნება თურქეთში მომხდარ ისტორიას იხსენებს.
“მოკლედ.

ოთხი წლის წინ 31 მაისს თურქეთში, სტამბოლიდან 1500კმ-ს დაშორებით საქარიას რაიონში, საფანჯას ტყე-პარკში სამი ათას თურქეთელ ქართველთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ავღნიშნეთ. თავად ეს დღეც სასწაული იყო და თან პირველად ვნახე საქართველო უცხოეთში. ვნახე როგორ ინარჩუნებენ ქართველობას იქ სადაც ეს სულაც არაა მარტივი და როგორ უფრთხილდებიან ყველაფერ ქართულს. მთელი თურქეთიდან იყვნენ მანქანებით ავტობუსებით სამარშუტო ტაქსებით ჩამოსული ადამიანები ოჯახებით, ნაწილს ეროვნული ქართული სამოსი ეცვა და მიუხედავად, რომ დიდმა ნაწილმა ქართული არ იცოდა იცოდა სამი წლის ბავშვმაც, რომ ის ქართველია. იყო ქართული სიმღერები, ქართული ცეკვები საოცარი ჯეირანით და ჯეირანის ქართული ცის გამჭირვალე ფერის ქსოვილმა თითქოს მონუსხა ერთ მუშტად შეკრული ქართველობა თურქეთში. და პირველად ვიფიქრე რომ ფერსაც აქვს ეროვნულობა.
მთის კალთანზე გვერდით ლაზი ბიჭი მეჯდა და სწორედ ჯეირანზე ვსაუბრობდით, ცოტა ხნის მერე მკითხა ლაზურით რატომ დაინტერესდითო და ვუთხარი, რომ ეს მეგრულია. გაეღიმა, როცა ვუთხარი, ჯეირანისფერი მგონია ქართული-თქო.

გულიდან ლამაზად დაკეცილი ქსოვილი ამოიღო, გახსნა როგორც მასპინძელს უხსნიან გულს და როცა სრულად გამოჩნდა თეთრ ფონზე ხუთივე წითელი ჯვარი ამომხედა და მითხრა, „იცით ამ დროშას მკურნალობა შეუძლია და როცა შორს მივდივარ თან მიმაქვს როგორც თილისმაო“. ხოდა მაშინ მივხვდი, რომ არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ ან ვისზე ლოცულობ-ორივეს ეს ლამაზი დროშა გვაერთიანებს.

აღარ მახსოვს იმ ლაზს რა ერქვა მაგრამ მივხვდი რა ქვია ერთობას.
ეს შენი ქვეყნის დროში(თ) მოფრიალე გზავნილია, რომ ვარ და ვარ ამ წამს! და ლაზია ჰერელი, თუ ინგილო ჩვენ ერთი ვართ.
მას მერე სადაც ჰაერში საქართველოს მოფრიალე დროშას ვხედავ ის ლაზი მახსენდება.
პ.ს იმ სცენაზე სადაც ჯეირანი იცეკვეს, მეც მომიწია ასვლა, სცენის საფეხურებზე ფეხები მიკანკალებდა. რომ გადავხედე საქართველოს დროშების ტალღას მივხვდი რომ სწორედ ის მაძლევდა მუხტს ძალასა თავდაჯერებას და ენერგიას! იქ შემიყვარდა ჩემი სახელმწიფოს დროშა”,-წერს თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღეა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები