“ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ძალიან აზიანებს”

“ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ძალიან აზიანებს”

ჩემი კოლეგა ვალდებულია განმარტოს, თუ რას გულისხმობდა, როდესაც ამას ამბობდა და დაადასტუროს ეს ფაქტი. ვიცით, რომ ეს ინტერვიუ მაინც და მაინც ლეგალური გზებით არ იყო მოპოვებული. იქ ჩართულები იყვნენ რუსი პრანკერები, რომლებმაც მოატყუეს ჩემს კოლეგას, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადების შეფასებისას თქვა.

თუმცა მან უნდა უარყოს ეს განცხადება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან როდესაც ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ასეთ განცხადებას აკეთებს, ეს ძალიან აზიანებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები