ზემო ფონიჭალის საბავშვო ბაღის დირექტორის ინფორმაციით, ბავშვის მეორე სართულიდან გადავარდნის დროს მასწავლებელი ოთახში იმყოფებოდა ზემო ფონიჭალის 206-ე საჯარო ბაღის დირექტორის, მარინა გოგოლაძის ინფორმაციით, მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი ინკლუზიური განათლების საჭიროების მქონე აღსაზრდელია.
როგორც გოგოლაძემ ”ინტეპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, ბავშვთან შემთხვევის დროს მასწავლებელი იმყოფებოდა. ბაღის დირექტორი დეტალებზე ვერ საუბრობს, რადგან მასწავლებელთან ამ დრომდე არ ჰქონია კონტაქტი.
”მასწავლებელთან ერთად იყო ბავშვი და რაღაც მოხდა. გასარკვევია, მეც არ ვიცი. მე თვითონ პირველ სართულზე ვიყავი. ჯგუფში დღეს იყო 32 ბავშვი, ერთი აღმზრდელი, ერთი აღმზრდელის თანაშემწე, მრეცხავი და დამლაგებელი”, – განაცხადა გოგოლაძემ.
კატეგორიები:
საზოგადოება
მსგავსი სიახლეები

„ძაან მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ერთს ვიტყვი, რომ მე პატივს ვცემ ზაზა სარალიძის შვილისა და ჩემი გარდაცვლილი ძმის ხსოვნას, ამიტომ ამ თემას არ შევეხები”-კახა კალაძე
