ზაზა სარალიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში იმყოფება

ზაზა სარალიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში იმყოფება

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. როგორც მან განაცხადა, უნდა გაარკვიოს, თუ კონკრეტულად რა ფაქტი იგულისხმება ხულინგობაში და რატომ დაემუქრა პოლიციელი აქციის მონაწილეებს.
​მისივე თქმით, სამართალდამცველის მიზანია, რამდენიმეთვიანი პროტესტის მონაწილეები აიძულოს კარვები დაშალონ.
“გამოცხადდა ვიღაც პოლიციელი, რომელიც აცხადებს, რომ არის ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების უფროსი, მაგრამ კონკრეტულად არ ასახელებს, რომელი განყოფილების, საპატრულო პოლიციის თუ კრიმინალურის. მან აქციის მონაწილეთაგან ჩამოთვალა რამდენიმე პირი, მათ შორის მე, ჩემი ძმა, და მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომ ხულიგნობის ფაქტზე უნდა დავეკავებინეთ. შემდეგ როგორც გავარკვიეთ, ეს არის ვიღაც გიორგი გადელია. არ ვიცი, რა თანამდებობას იკავებს პოლიციაში. მას ხშირად გამოუჩენია ჩემს დარბევაში ინიციატივა. ასე განმარტა: 11 სექტემბრიდანაა დაწყებული ძიება, შეიკრიბება ყველაფერი და ხულიგნობის ფაქტზე დაგიჭერთო. იმის გასარკვევად ვარ მოსული, თუ რომელ ფაქტთან დაკავშირებით არის ძიება დაწყებული. ამას გარდა, იმის გასარკვევადაც ვარ აქ, პოლიციელმა რატომ აიღო თავის თავზე ინიციატივა და დაემუქრა აქციის მონაწილეებს, რომ ისინი ხულიგნობის გამო უნდა დაიჭიროს”, – აღნიშნა სარალიძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები