ზაზა სარალიძე საზოგადოებას გვერდში დგომისკენ მოუწოდებს, რადგან როგორც თვითონ ამბობს, ეს ყველაფერი არ გადაიზარდოს პოლიტიკურ ჭრილში.

ზაზა სარალიძე საზოგადოებას გვერდში დგომისკენ მოუწოდებს, რადგან როგორც თვითონ ამბობს, ეს ყველაფერი არ გადაიზარდოს პოლიტიკურ ჭრილში.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე საზოგადოებას გვერდში დგომისკენ მოუწოდებს, რადგან როგორც თვითონ ამბობს, ეს ყველაფერი არ გადაიზარდოს პოლიტიკურ ჭრილში. როგორც მან აღნიშნა, მისთვის პოლიტიკა არაფერს ნიშნავს.

“მოვუწოდებ ყველა ადამიანს, მიუხედავად რელიგიური მრწამსისა, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, გაიგეთ ხალხო, ჩემთვის პოლიტიკა არაფერს ნიშნავს. მე ვარ თქვენნაირი ჩვეულებრივი გლეხი ადამიანი. მე არ ვიბრძვი იმისთვის, რომ რომელიღაც პოლიტიკურმა პარტიამ ეს გამოიყენოს და თქვენ თუ არ დამიდექით გვერდში, აუცილებლად გამოიყენებს ამას ვიღაც. მოვუწოდებ ხალხს, რომ დამიდექით გვერდში, რათა პოლიტიკურ ჭრილში არ გადაიზარდოს ეს. მე ვითხოვ ჭეშმარიტების დადგენას და სამართლიანობის აღდგენას. არ ვითხოვ არც „ნაციონალების“ მოყვანას და არც „ოცნების“ დატოვებას ან მოყვანას. ბოდიში და ფეხებზე მკიდია ყველა პოლიტიკური პარტია, მაინც და მაინც ასე უნდა ვთქვა?!” – განაცხადა სარალიძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები