ზაზა სარალიძე პარლამენტთან აქციებს აგრძელებს.

ზაზა სარალიძე პარლამენტთან აქციებს აგრძელებს.

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა ზაზა სარალიძე პარლამენტთან აქციებს აგრძელებს. მან თბილისის მერიას კარვების გაშლის თხოვნით მიმართა.

სარალიძე ამბობს, რომ აქციები იქამდე გაგრძელდება იქამდე, სანამ მისი შვილის მკვლელობაში  დამნაშავე ყველა პირი არ დაისჯება.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამასთან,  ზაზა სარალიძესთან ერთად, აქციებზე პანკისის სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც არის.

18 სექტემბერს ზაზა სარალიძემ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა.ის პარლამენტთან აქციებს 10 სექტემბრიდან მართავს.

21 სექტემბერს პარლამენტმა ხორავას საქმეზე უმრავლესობის დადგენილების პროექტს პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, გამოძიებას უშუალოდ გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები