ზაზა სარალიძე მისმა ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოინახულა.

ზაზა სარალიძე მისმა ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოინახულა.

ზაზა სარალიძე მისმა ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოინახულა.
როგორც ნესტან ლონდარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სარალიძის მდგომარეობა სტაბილურია და მისთვის საავადმყოფოში ყველა საჭირო პირობაა შექმნილი.
„ვინახულე და შევხვდი ზაზა სარალიძეს. ის იმყოფება პალატაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მას აქვს ყველა პირობა შექმნილი იმისთვის, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა დაირეგულიროს. ხელშეწყობა არსებობს. იგი არის მშვიდ ვითარებაში, შემიძლია ეს ნამდვილად დაგიდასტუროთ. მას აქვს ყველა საჭირო პირობა შექმნილი საავადმყოფოში. რაც შეეხება ბრალის წარდგენას ველოდებით და სავარაუდოდ ეს ხვალ უნდა იყოს, თუმცა დეტალურად ამაზე ინფორმაცია არ მაქვს, სამართლებრივად მივყვებით პროცედურებს, თუმცა მე როგორც ადვოკატი ვიტოვებ უფლებას რომ არ ვისაუბრო დეტალურად იმ გარემოებებთან დაკავშრებით რას ვაპირებთ და რა იქნება ჩენი პოზიცია. ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია მისი მდგომარეობა და ნამდვილად დადებითად მინდა შევაფასო რა მდგომარეობაც მე იქ ვნახე და რა ვითარებაშიც იმყოფება.“ – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ზაზა სარალიძე პოლიციისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დააკავეს. მან ერთ-ერთ პოლიციელს რკინის ჯოხი დაარტყა. მოგვიანებით ზაზა სარალიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამავე საავდმყოფოში მკურნალობს პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც ექიმების ინფორმაციით, თავის თვინის შერყევა აქვს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები