ზაზა სარალიძე აქციაზე შეუძლოდ გახდა.

ზაზა სარალიძე აქციაზე შეუძლოდ გახდა.

ზაზა სარალიძე აქციაზე შეუძლოდ გახდა. პარლამენტის შენობასთან გამოძახებული სასწრაფო დახმარების ბრიგადა პირველად დახმარებას უწევს. მანამდე კი სარალიძესა და საპატრულო პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ზაზა სარალიძემ საპატრულო პოლიციას მიმართა, დაეტოვებინათ ტერიტორია, ვინაიდან ის მართავდა მისი შვილის საქმეში სიმართლის დასამტკიცებლად საპროტესტო აქციას.
აქციის დროს სარალიძის მხარდამჭერებმა მიიტანეს რკინის კონსტრუქციის კარავი, რომლის გაშლასაც ცდილობდნენ, თუმცა, ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა, რა დროსაც დაპირისპირება მოხდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები