„ზაზა ოქუაშვილი თავის ყოფილ ჯალათს, სააკაშვილს, შეეკრა და გაუგებარი ჩანაწერებით ცდილობს თავი აარიდოს ხალხის კუთვნილი ფულის გადახდას“

„ზაზა ოქუაშვილი თავის ყოფილ ჯალათს, სააკაშვილს, შეეკრა და გაუგებარი ჩანაწერებით ცდილობს თავი აარიდოს ხალხის კუთვნილი ფულის გადახდას“

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ტელეკომპანია „იბერიის“ საქმეს გამოგონილს უწოდებს. კახა კალაძის განცხადებით, ამ ბინძური კამპანიის მიზანი, ბიუჯეტის კუთვნილი 50-მილიონიანი ვალისთვის თავის არიდება და ხელისუფლების იმიჯის შელახვაა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, „ომეგას“ ბიზნესი მიხეილ სააკაშვილმა გაანადგურა, მისი დამფუძნებელი კი ქვეყნიდან განდევნა და წაართვა ტელევიზია. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის განცხადებით, ზაზა ოქუაშვილი ახლა თავის ყოფილ ჯალათს შეეკრა და გაურკვეველი ჩანაწერებით ცდილობს თავი აარიდოს ფულის გადახდას.
„გადაბრალების პოლიტიკის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია, ტელეკომპანია „იბერიის“ გამოგონილი საქმე, რომელიც, რეალურად, სიგარეტის მწარმოებელი „ომეგა ჯგუფის“ მესვეურთა მიერ ინიცირებული და „ნაცმოძრაობის“ მიერ ატაცებული ბინძური კამპანიაა. ამ კამპანიის მიზანი, ერთის მხრივ, ბიუჯეტის კუთვნილი 50 მილიონის, ანუ ხალხის კუთვნილი ფულის არგადახდა და, მეორეს მხრივ, ხელისუფლების იმიჯის შელახვაა. საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ „ომეგას“ ბიზნესი გაანადგურა სააკაშვილმა, მან ქვეყნიდან განდევნა მისი დამფუძნებელი და პირველს, სწორედ, მას წაართვა ტელევიზია. ეს ბიზნესი და ტელევიზია ჩვენი ხელისუფლების დამსახურებით დაუბრუნდა მფლობელს და დღეს ეს ადამიანი, რომელმაც 50-მილიონიანი დავალიანება დააგროვა ბიუჯეტის წინაშე, თავის ყოფილ ჯალათს, სააკაშვილს, შეეკრა და გაუგებარი ჩანაწერებით ცდილობს თავი აარიდოს ხალხის კუთვნილი ფულის გადახდას, ფარად კი ამ საქმეში ტელეკომპანია „იბერიას“ იყენებს. „ქართულ ოცნებას“ მედიის თავისუფლების შეზღუდვას აბრალებს პოლიტიკური ძალა, რომელმაც ძალადობით მიისაკუთრა ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომელმაც მოროდიორივით მიითვისა ტელეკომპანია „იმედი“, რომელმაც 2004-2012 წლებში ტოტალური კონტროლი დაამყარა მედიასაშუალებებზე. დღეს ყველა ხედავს, თუ რამდენად თავისუფალია მედიაგარემო საქართველოში“, – განაცხადა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები