”ზაზა ოქუაშვილი არც ბიუჯეტში იხდის თანხას და არც ტელევიზიის თანამშრომლებს უხდის ხელფასს”

”ზაზა ოქუაშვილი არც ბიუჯეტში იხდის თანხას და არც ტელევიზიის თანამშრომლებს უხდის ხელფასს”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ზაზა ოქუაშვილი არც ბიუჯეტში იხდის თანხას და არც ტელევიზიის თანამშრომლებს უხდის ხელფასს. ვოლსკის თქმით, მისი ქმედებები თაღლითობაა.

„ვფიქრობ, საკმაოდ მიკერძოებულად და დიდი დოზით დეზინფორმაციით მოქმედებს ზაზა ოქუაშვილი, რომელიც არც ბიუჯეტში იხდის თანხას და არც ტელევიზიის თანამშრომლებს უხდის ხელფასს. ამ ადამიანთან გვაქვს საქმე და მე ამას სამართლებრივ შეფასებას ვერ მივცემ. ეს ადამიანი ჩანაწერებს აკეთებს, რაღაც განცხადებებით გამოდის და სახელმწიფოს ბიუჯეტში არ იხდის თანხას და აშკარად იტყუება, როდესაც ამბობს, რომ არანაირი შეთავაზება კომპრომისთან დაკავშირებით არ ჰქონდა. მე ვფიქრობ, რომ ეს თაღლითობაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები