ზაზა ხუციშვილი: მადლობას ვუხდი იუსტიციის სამინისტროს დაუღალავი შრომისთვის

ზაზა ხუციშვილი: მადლობას ვუხდი იუსტიციის სამინისტროს დაუღალავი შრომისთვის

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ზაზა ხუციშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების დიდი გამარჯვებაა.
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს! ვულოცავ ჩვენს მოქალაქეებს და სრულიად საქართველოს ამ გამარჯვებას! მადლობას ვუხდი იუსტიციის სამინისტროს დაუღალავი შრომისთვის. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ 2012 წლამდე მიწოდებული 118-კაციანი სია 2014-2016 წლებში 1500-მდე გაიზარდა და ეს შედეგი მივიღეთ”, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.
ცნობისთვის, დღეს სტრასბურგის სასამართლომ, ხმათა უმრავლესობით, რუსეთის ფედერაციას საქართველოს 2006 წელს დეპორტირებული მოქალაქეებისთვის 10 მლნ ევროს გადახდა დააკისრა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები