ზაზა ხატიაშვილი: ჩხარტიშვილი იყო მართალი და ეს დავამტკიცე, თუ ოქუაშვილი მართალია უწყვეტი ჩანაწერი წარმოადგინოს

ზაზა ხატიაშვილი: ჩხარტიშვილი იყო მართალი და ეს დავამტკიცე, თუ ოქუაშვილი მართალია უწყვეტი ჩანაწერი წარმოადგინოს

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ლონდონის ერთ-ერთმა საექსპერტო ბიურომ დადო დასკვნა, რომ „იბერიასა“ და „რუსთავი 2“-ის ეთერში ვანო ჩხარტიშვილის შესახებ გავრცელებული ჩანაწერები სხვადასხვა საუბრის მონტაჟია.
როგორც ხატიაშვილმა “TV პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, თუ “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი თვლის, რომ მართალია, უწყვეტი ჩანაწერი უნდა წარმოადგინოს.
“მე ვიცოდი, რომ ვანო ჩხარტიშვილი იყო მართალი და ეს დავამტკიცე. დავამტკიცე, რომ ტელეკომპანიებზე გასული აუდიოჩანაწერი იყო ფალსიფიცირებული, დამონტაჟებული და საშინელება. ეს იყო უპრეცედენტო უბედურება ქართულ სატელევიზიო სივრცეში. შვიდი სხვადასხვა საუბარი არის დამონტაჟებული, ეს რომ ყოფილიყო ერთი საუბარი გასაგები იქნებოდა. თუ ზაზა ოქუაშვილი მართალია წარმოადგინოს უწყვეტი ჩანაწერი. ეს არის სიბინძურე…”, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები