ზაზა გაბუნიას ინიციატივით, „ყოველწლიური ფორუმი-სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ინსტიტუციური დიალოგი“ ფუძნდება

ზაზა გაბუნიას ინიციატივით, „ყოველწლიური ფორუმი-სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ინსტიტუციური დიალოგი“ ფუძნდება

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ინიციატივით, „ყოველწლიური ფორუმი-სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ინსტიტუციური დიალოგი“ ფუძნდება. რომლის პირველი შეხვედრა 5-6 მაისს ახალციხეში გაიმართება.

„ამ ინიციატივის მიზანია, შეიქმნას მაღალი დონის მუდმივმოქმედი და ფორმალიზებული საკონსულტაციო მექანიზმი ცენტრსა და თვითმმართველობას შორის, რაც გაზრდის ინსტიტუციური დიალოგის შესაძლებლობას და ცალკეულ სექტორულ მიმართულებებში არსებულ გამოწვევებზე თანამშრომლობას გადაიყვანს სრულიად ახალ სიმაღლეზე“,- აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

მისი განცხადებით, დეცენტრალიზაციის დაანონსებული რეფორმის ფარგლებში, ასეთი მუდმივმოქმედი დიალოგის ფორმატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეფორმით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, თანამშრომლობის და დიალოგის ეს მოდელი მნიშვნელოვანია იმითაც,  რომ იძლევა შესაძლებლობას, თავად ქალაქებმა და მუნიციპალიტეტებმა გააღრმავონ საკუთარი კავშირები.

„ყოველწლიური ფორუმის-სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ინსტიტუციური დიალოგის“ ფარგლებში წლის მანძილზე სამი შეხვედრა გაიმართება. პირველი შეხვედრა მერების, მეორე-საკრებულოს თავმჯდომარეების მონაწილეობით შედგება, ხოლო მესამე, წლის სამუშაოს შემაჯამებელი და დასკვნითი შეხვედრა თბილისში გაიმართება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები