ზაზა გაბუნია – წელს თემქაზე და გურამიშვილის გამზირზე ახალი სკოლების მშენებლობა დაიწყება

ზაზა გაბუნია – წელს თემქაზე და გურამიშვილის გამზირზე ახალი სკოლების მშენებლობა დაიწყება

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, თემქის და სანზონის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა გაბუნიას განცხადებით, წელს თემქის 138-ე და გურამიშვილის გამზირზე მდებარე 114-ე ავარიული სკოლების ნაცვლად ახალი სკოლების მშენებლობა დაიწყება.
“ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან ჩემს სამაჟორიტარო ოლქში მდებარე ეს ორი სკოლა და მათი მდგომარეობა დროულ რეაგირებას ითხოვდა.
მნიშვნელოვანია რომ მაჟორიტარს და განათლების სამინისტროს გვაქვს ძალიან აქტიური და ნაყოფიერი სამუშაო პროცესი.
მინისტრის მოადგილეებთან, ნათია ზედგინიძესთან და ირინა აბულაძესთან ერთად, თემქის 138-ე და სანზონის 114-ე ავარიული სკოლების ნაცვლად ახალი სკოლების მშენებლობის საკითხებთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი დეტალი განვიხილეთ და სამუშაო პროცესი დავგეგმეთ”, – აცხადებს გაბუნია.
მშენებლობის პროცესი წელს დაიწყება და მომავალ წელს დასრულდება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები