ზაზა გაბუნია: სამწუხარო სანახავია პოლიტიკას და ოპოზიციონერის სტატუსს შეფარებული ზოგიერთი უსაქმური, რომელმაც ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლო ფრონტის გახსნა გადაწყვიტა

ზაზა გაბუნია: სამწუხარო სანახავია პოლიტიკას და ოპოზიციონერის სტატუსს შეფარებული ზოგიერთი უსაქმური, რომელმაც ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლო ფრონტის გახსნა გადაწყვიტა

“რა სამწუხარო სანახავია პოლიტიკას და ოპოზიციონერის სტატუსს შეფარებული ზოგიერთი უსაქმური, რომელმაც ახლა, ამ დროს, ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლო ფრონტის გახსნა გადაწყვიტა”,- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავების მიზნით ქვეყნის ხელისუფლება, “ქართული ოცნების” გუნდი ხალხის წინაშე აღებული პასუხისმგებლობის ფარგლებში მაქსიმალური შედეგებისთვის მუშაობს.

“რა სამწუხარო სანახავია პოლიტიკას და ოპოზიციონერის სტატუსს შეფარებული ზოგიერთი უსაქმური, რომელმაც ახლა, ამ დროს, ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლო ფრონტის გახსნა გადაწყვიტა.

ქედმაღლურად გასცემენ სრულიად უსარგებლო დირექტივებს და არ ერიდებიან ცილისმწამებლურ განცხადებებს. სინამდვილეში, მათ ამის არავითარი ობიექტური და მორალური საფუძველი არ გააჩნიათ და ამ პოსტში მოგიყვებით თუ რატომ:

კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავების მიზნით ქვეყნის ხელისუფლება, ქართული ოცნების გუნდი ხალხის წინაშე აღებული პასუხისმგებლობის ფარგლებში მაქსიმალური შედეგებისთვის მუშაობს და უმნიშვნელოვანესი შედეგები სახეზეა, როგორც ჯანდაცვის სტრატეგიის, ისე ეკონომიკური მხარდაჭერის პოლიტიკის, მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მიმართულებით. კერძოდ:

მთელი ქვეყნის მასშტაბით მომზადდა COVID-19 კლინიკები.

COVID-19 კლინიკები მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე სრული დატვირთვით ფუნქციონირებს:

1. თბილისი – 6 კლინიკა
2. იმერეთი – 1 კლინიკა
3. სამცხე-ჯავახეთი – 1 კლინიკა
4. შიდა ქართლი – 1 კლინიკა
5. აჭარა – 1 კლინიკა
6. ქვემო ქართლი – მარნეულის 1 და რუსთავის 1 კლინიკა.

შეიქმნა მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი – 144, რომელიც არის უფასო და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედ შეზღუდვებსა და დაშვებებზე მოქალაქეებს უწევს კონსულტაციას.

ფუნქციონირებს და კიდევ მზადდება „ცხელების კლინიკები“ მთელი ქვეყნის მასშტაბით ასევე.

სახელისუფლებო გუნდს აქვს ეკონომიკის მხარდამჭერი სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს როგორც კრიზისის პერიოდის, ასევე პოსტ-კრიზისული ეკონომიკის მხარდაჭერის ღონისძიებებს. ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ლარი, რომელიც მობილიზებული იქნება სხვადასხვა წყაროდან, კრიზისის დასაძლევად და რისკების შესამცირებლად იყოს დახარჯული რაციონალურად. საზოგადოებას წარედგინა სახელისუფლებო გუნდის გადაწყვეტილება, რომ ყველას, და ეს არის 1 მილიონ 200 ათასზე მეტი ოჯახი (აბონენტი), ვინც მოიხმარს 200 კილოვატამდე ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრამდე ბუნებრივ აირს – ეს არის 650 ათასი ოჯახი, კომუნალური გადასახადი 3 თვის განმავლობაში (მარტის, აპრილის და მაისის გადასახადი) სრულად დაუფინანსდება. ეს ასევე ეხება დასუფთავების და წყლის გადასახადსაც. ამ ეტაპზე ჩვენი გუნდის გეგმის განსახორციელებლად უკვე გათვალისწინებულია 2 მილიარდი ლარი, რომელიც მიმართული იქნება, როგორც პირდაპირ მოქალაქეების მხარდასაჭერად, ასევე, სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად. საქართველოს მთავრობა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მსოფლიოში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ქვეყნის შიგნით მყოფი მოქალაქეების პარალელურად, მყისიერად დაიწყო ზრუნვა საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებზე. საქართველოს ხელისუფლებამ ათასობით ჩვენი მოქალაქე, ორგანიზებულად გამოიყვანა სხვადასხვა ქვეყნიდან და ეს სამუშაო ახლაც გრძელდება. ეს ყველაფერი კეთდება უძილო ღამეების და უზარმაზარი შრომის ფასად, რისთვისაც არავინ ითხოვს მადლობას, რადგან ეს პასუხისმგებლიანი და ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების ბუნებრივი ვალდებულებაა, მაგრამ არც იმ უპასუხისმგებლო ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წუწუნს და ვაიკრიტიკას მივიღებთ, რომლებიც ქედმაღლურად გასცემენ სრულიად უსარგებლო დირექტივებს და არ ერიდებიან ცილისმწამებლურ განცხადებებს. საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ხალხთან ერთად განაგრძობს უხილავ მტერთან ბრძოლას, როგორც სწორი ჯანდაცვითი სტრატეგიის, ისე ადეკვატური ეკონომიკური პოლიტიკის მეშვეობით. ამ ბრძოლას აქვს შედეგები და ამ შედეგებს ხედავენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო საზოგადოებაში”,- წერს ზაზა გაბუნია.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები