ზაზა გაბუნია: პრეზიდენტი უნდა იყოს პირი, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური ცდუნება და არ შედის პოლიტიკურ რუტინაში

ზაზა გაბუნია: პრეზიდენტი უნდა იყოს პირი, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური ცდუნება და არ შედის პოლიტიკურ რუტინაში

„პრეზიდენტი უნდა იყოს პირი, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური ცდუნება, რომელიც არ შედის პოლიტიკურ რუტინაში, რომელიც მაღლა დგება პოლიტიკურ პროცესზე და რომელიც არის გარანტი უმთავრესი ღირებულებებისა, რაც ჩვენთვის არის სახელმწიფო და რაც არის ზეპარტიული“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ზაზა გაბუნიამ მარტვილში განაცხადა, სადაც დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას შეხვდა.
გაბუნიას თქმით, „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ პრეზიდენტობის საუკეთესო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილია.
„მოგეხსენებათ გასულ წელს 2017 წელს ვიმუშავეთ საკონსტიტუციო რეფორმაზე, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლევანდელ წელს, მას შემდეგ რაც პრეზიდენტი ფიცს დადებს, ძალაში შევა ახალი კონსტიტუცია, რომელშიც საქართველო იქნება სრულფასოვანი საპარლამენტო რესპუბლიკა. ეს ნიშნავს შესაძლებლობებს, პირველ რიგში, ეს ნიშნავს იმ რისკების და საფრთხეების გამორიცხვას, რომელზეც იყო აქ გამოსვლისას საუბარი, რომელიც გამორიცხავს ავტორიტარიზმს, ერთი ადამიანის თავხედურ მმართველობას, როგორის გამოცდილებაც ჩვენ გვაქვს უახლოეს წარსულში და ამავდროულად იძლევა შესაძლებლობას, რომ მრავალფეროვნად, ხმამაღლა ისმოდეს მოქალაქეების ინტერესები და მათი ხმა. ეს ნიშნავს იმას, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა თითოეულ ჩვენგანს გვაძლევს იმის შანსს, რომ ინტერესები რომლითაც ცხოვრობს ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე და თქვენ იყოს დაცული. რა თქმა უნდა, პარლამენტთან, როგორც მთავარ საკონსტიტუციო ორგანოსთან ერთად ამის მარგალიტი არის ქვეყნის პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური. რაც შეეხება პრეზიდენტობას, ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ არა მარტო კანდიდატურაზე, არამედ იმაზეც თუ რა კრიტერიუმებით უნდა ყოფილიყო შემკული პრეზიდენტი, რას უნდა აკმაყოფილებდეს, რას უნდა გულისხმობდეს ის თავის თავში. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ეს უნდა იყოს პირი, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური ცდუნება, რომელიც არ შედის პოლიტიკურ რუტინაში, რომელიც მაღლა დგება პოლიტიკურ პროცესზე და რომელიც არის გარანტი უმთავრესი ღირებულებებისა, რაც ჩვენთვის არის სახელმწიფო, რაც ჩვენთვის არის სამშობლო, რაც არის ქვეყანა და რაც არის ზეპარტიული. ამიტომ, ზეპარტიული ამოცანებისთვის, სახელმწიფოებრივი ამოცანებისთვის „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ საუკეთესო პრეზიდენტობის კანდიდატი არის სალომე ზურაბიშვილი“,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები