ზაზა გაბუნია: მოხარული ვარ, რომ იაპონიის ელჩმა რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი ყველაზე მდგრად და ახლო პარტნიორად დაასახელა

ზაზა გაბუნია: მოხარული ვარ, რომ იაპონიის ელჩმა რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი ყველაზე მდგრად და ახლო პარტნიორად დაასახელა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ, იაპონიის ელჩის რეზიდენციაში მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ხელმოწერის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
“ჩვენ მომსწრე ვართ ქართულ-იაპონური ურთიერთობების, მათ შორის აქ, გაზაფხულის ქუჩაზე და გლობალურ მასშტაბშიც – ქართველები მიდიან იაპონიაში და ხდებიან ოძეკები და საქართველოში ჩამოდიან მაგალითად ქართული ანბანით აღფრთოვანებული იაპონელი ახალგაზრდები, რომლებიც ამდიდრებენ ჩვენს გამოცდილებას.
ჩვენ მომსწრე ვართ ქართულ-იაპონური კავშირების და თანამშრომლობის გაძლიერების ქართული საექსპორტო პროდუქტის, მდგრადი განვითარების პოლიტიკის, ეკოლოგიის, მწვანე ეკონომიკის და სხვა ბევრ საკითხში და მიმართულებაში და ამაში განსაკუთრებული როლი რა თქმა უნდა იაპონიის ელჩს და იაპონიის საელჩოს აქვს.
ჩვენს კომიტეტს და საელჩოს აქვს ძალიან აქტიური პარტნიორული ურთიერთობა, რაც მე ძალიან მახარებს და მე მინდა ელჩს და იაპონელ ხალხს მადლობა გადავუხადო იმ თვალსაჩინო მხარდაჭერისთვის, რასაც მათი სახელმწიფო სხვადასხვა სფეროს განვითარებისთვის საქართველოს მიმართ იჩენს. მოხარული ვარ, რომ ელჩმა რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტი სახელმწიფო უწყებებიდან ყველაზე მდგრად და ახლო პარტნიორად დაასახელა
მინდა მივესალმო ინიციატივას ამ შესანიშნავი პროექტების განხორციელების შესახებ, რომელთაც დღეს მოეწერება ხელი. წარმატებებს ვუსურვებ მუნიციპალიტეტებს და ორგანიზაციებს, რომლებიც ამ გადაწყვეტილებების ბენეფიციარები იქნებიან“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები