ზაზა გაბუნია მიესალმება დედაქალაქის მერის მიერ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილ ინიციატივებს თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.

ზაზა გაბუნია მიესალმება დედაქალაქის მერის მიერ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილ ინიციატივებს თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნია მიესალმება დედაქალაქის მერის მიერ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილ ინიციატივებს თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.

„დამატებული ღირებულების გადასახადისგან ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების იმპორტისა და ადგილობრივი მიწოდების გათავისუფლების შესახებ ინიციატივა არის სწორი და აუცილებლად გასავლელი გზა ეკოლოგიური ვითარების გაჯანსაღებისთვის. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ეფექტურად უზრუნველყოფს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის შემოთავაზებული ინიციატივების საკანონმდებლო სრულყოფას”,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ფინანსთა მინისტრთან ერთად შეჯერდნენ, რომ პარლამენტს წარედგინება წინადადება, დამატებული ღირებულების გადასახადისგან ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების იმპორტისა და ადგილობრივი მიწოდების გათავისუფლების შესახებ.

ამასთან, რუსთაველის გამზირზე,  კაპიტალურად მოწესრიგდა და  თავდაპირველად გაისხლა ხეები და მოწესრიგდა მწვანე თარგები. ამის შემდეგ, გამოიცვალა 1500 კვადრატულ მეტრი მწვანე საფარი, მოეწყო სარწყავი სისტემები, დაირგო 11 000 ძირზე მეტი დეკორატიული მცენარეები, შეკეთდა შადრევნები და დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები.

რამდენიმე დღეში რუსთაველის გამზირზე არსებულ თარგებში, 3975 კვადრატულ მეტრ ფართობზე 550-მდე სხვადასხვა სახეობის ფორმირებული  ბუჩქი დაირგვება და  1000 კვადრატულ მეტრზე გამოიცვლება ბალახი.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, სფეროს სპეციალისტებთან ერთად, შეიმუშავა თბილისის ტერიტორიაზე ხე-მცენარეების მოვლის სტანდარტული აგროტექნიკური ღონისძიებების გეგმა. აღნიშნული გეგმა ხე-მცენარეების სხვადასხვა ჯგუფებისათვის ცალ-ცალკე განსაზღვრავს მოვლის ღონისძიებების ტიპს, მათ ჯერადობას, განხორციელების პერიოდსა და ვადებს და მომავალში სწორედ მასზე დაყრდნობით განხორციელდება მოვლა-პატრონობის ღონისძიებები დედაქალაქი მწვანე ინფრასტრუქტურისა და არეალებისთვის.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები