ზაზა გაბუნია: ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა რუსეთის მიერ ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღსადგენად

ზაზა გაბუნია: ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა რუსეთის მიერ ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღსადგენად

საქართველოს პარლამენტის წევრი ზაზა გაბუნია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„საქართველოს ხელისუფლებამ, იუსტიციის სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღსადგენად. რუსეთის სახელმწიფოს უსამართლობაზე გამარჯვება სახეზეა, ვულოცავ საქართველოს!“ – აცხადებს პარლამენტარი.
ცნობისთვის, დღეს სტრასბურგის სასამართლომ, ხმათა უმრავლესობით, რუსეთის ფედერაციას საქართველოს 2006 წელს დეპორტირებული მოქალაქეებისთვის 10 მლნ ევროს გადახდა დააკისრა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები