ზაზა გაბუნია: ჩვენი ოპონენტებისთვის სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილს აქვს უნარი ტყუილით ნაგები ხუხულა ერთი გამოჩენით დაანგრიოს

ზაზა გაბუნია: ჩვენი ოპონენტებისთვის სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილს აქვს უნარი ტყუილით ნაგები ხუხულა ერთი გამოჩენით დაანგრიოს

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმიანება.
“არავის დაავიწყდეს, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს უნარიც და ვალდებულებაც რომ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას, რადგან ნდობა რომელიც მას ხალხისგან აქვს, გულისხმობს მოვალეობასაც, რომ სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ჰქონდეს პოზიცია და მნიშვნელვანია, რომ გუშინდელი ინტერვიუთი მან ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა.
მნიშვნელოვანია რომ მას აქვს უნარი და შესაძლელობა იმოქმედოს ხალხის ინტერესების თანახმად.
ოპონენტებისთის სამწუხაროდ ბიძინა ივანიშვილს აქვს უნარი ტყუილით და ცილისწამებით ნაგები ხუხულა ერთი გამოჩენით დაანგრიოს და გასაგებია, რომ მათ ვინც დღეს ივანიშვილის ინტერვიუს აკრიტიკებს, უბრალოდ არ მოსწონს სიმართლე, რომელიც მან თქვა და რომელიც აუცილებლად უნდა ეთქვა”, – აცხადებს გაბუნია.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები