ზაურ დარგალი: ოპოზიციური ძალების მხრიდან, პროვოკაციების გარდა ვანდალურ ფაქტებს აქვს ადგილი – დააზიანეს ჩვენი ბანერი

ზაურ დარგალი: ოპოზიციური ძალების მხრიდან, პროვოკაციების გარდა ვანდალურ ფაქტებს აქვს ადგილი – დააზიანეს ჩვენი ბანერი

მარნეულის მუნიციპალიტეტში, რუსთაველის ქუჩაზე, წუხელ გვიან ღამით, ავტობუსის მოსაცდელ კონსტრუქციაზე განთავსებული პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო ბანერი დააზიანეს.

მარნეულსა და გარდაბანში პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაურ დარგალის განცხადები, საარჩევნო მასალების დაზიანებას სისტემატური, შეგნებული და მიზანმიმართული ხასიათი აქვს, როგორც ქალაქის მასშტაბით, ისე სოფლებში.

„როგორც ხედავთ, ოპოზიციური ძალების მხრიდან, პროვოკაციების გარდა ვანდალურ ფაქტებს აქვს ადგილი. წუხელ ღამე, დააზიანეს როგორც ჩვენი ბანერი, ისე კერძო საკუთრება. მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ასეთი ფაქტები უამრავია. პლაკატები დაზიანებულია სოფლებშიც. პირდაპირი დავალებაა გაცემული თავიან აქტივისტებზე, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად დააზიანონ ქალაქსა და სოფლებში ჩვენი პლაკატები და ბანერები. ამის მაგალითი გახლავთ წუხელ მომხდარი ვანდალური ფაქტი, რომელიც მიმართულია, როგორც პარტიის წინააღმდეგ, ისე ქალაქის იერსახის დამახინჯებისკენ. ფაქტთან დაკავშირებით საქმეზე დაწყებულია გამოძიება.“- განაცხადა ზაურ დარგალმა

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები