ზაქარია ქუცნაშვილი: მიხარია, რომ „ქართული ოცნება“ საზოგადოებას, სწორედაც რომ შიდა დემოკრატიის მაგალითს აძლევს

ზაქარია ქუცნაშვილი: მიხარია, რომ „ქართული ოცნება“ საზოგადოებას, სწორედაც რომ შიდა დემოკრატიის მაგალითს აძლევს

უმრავლესობის სხდომაზე იმ საკითხებზე ვიმსჯელეთ, რაც საზოგადოებაში აქტუალურია. გავაგრძელეთ მსჯელობა იმ კრიტერიუმებსა და პროცედურებზე, რითაც უნდა მოხდეს უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, კიდევ ერთხელ დადასტურდა უმრავლესობის შიგნით გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის ყველა წევრი კენჭისყრის დროს თავისუფალი იქნება და შესაბამისად, საკუთარი სინდისითა და ღირსებით იმოქმედებს.
ქუცნაშვილის თქმით, დღის წესრიგში პარტიიდან არავის გარიცხვის საკითხი არ დასმულა.
„ვიმსჯელეთ, რომ პარტიული დისციპლინის დაცვა ის მინიმალური სტანდარტია, რაც ამ საქმეში ჩართულ პოლიტიკოსებს მოეთხოვებათ. ეთიკური სტანდარტი მოითხოვს, მიღებული წესები გაიზიარო, ხოლო თუ მიღებული წესები არ მოგწონს, ამ შემთხვევაში ყველა თავისუფალია. ყველა თანახმაა, რომ სამართლიანი წესები ყველა მიმართულებით უნდა არსებობდეს და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება სამართლიანი წესებით უნდა იმართებოდეს. მიხარია, რომ „ქართული ოცნება“ საზოგადოებას, სწორედაც რომ შიდა დემოკრატიის მაგალითს აძლევს“, – აღნიშნა ქუცნაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები