ზაალ უდუმაშვილი: ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის იმ ვერსიას შევთავაზებთ, რომელიც პროპორციულ მოდელთან მაქსიმალურად მიახლოებული იქნება

ზაალ უდუმაშვილი: ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის იმ ვერსიას შევთავაზებთ, რომელიც პროპორციულ მოდელთან მაქსიმალურად მიახლოებული იქნება

ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის იმ ვერსიას შევთავაზებთ, რომელიც პროპორციულ მოდელთან მაქსიმალურად მიახლოებული იქნება,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა  მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა.

“ჩვენ არცერთ შეთხვევაში, 100/50-ს არ დავთანხმდებით იმიტომ, რომ ეს არის იგივე რაც მანამ იყო. პრაქტიკულად არაფერი არ იცვლება, ისევ ფეოდალების მეშვეობით აპირებს ბიძინა ივანიშვილი, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს. ჩვენ შევთავაზებთ იმ ვერსიას, რომელიც პროპორციულთან მაქსიმალურად იქნება მიახლოებული”,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი როდის გაიმართება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები